სოლსკიაერი: "ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი დამთავრდა"

13-02-2019, 02:37

ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟსთან" განცდილი მარცხის შემდგომ მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნა სოლსკიაერმა პრესასთან ისაუბრა.

"შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ დონის შეხვედრები ჯერ-ჯერობით არ გვქონია. თუმცა, ჩვენ უნდა ვეცადოთ და მთები გადავლახოთ."

"დღეს ჩვენი რეალური ძალა გამოჩნდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროგრესირება მოვახერხოთ. ვერ ვიტყვით, რომ ამ მარცხით ყველაფერი დასრულდა." - აცხადებს სოლსკიაერი.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა პარიზში 6 მარტს გაიმართება, "წითელ ეშმაკებს" კი ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით