ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი: "დაბრუნებას რამდენიმე კვირაში ვგეგმავ"

13-02-2019, 21:07

მერსესაიდული "ლივერპულის" ინგლისელი მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, მისი რეაბილიტაციის პროცესზე საუბრობს:

"თავს კარგად ვგრძნობ, რამდენიმე ინდივიდუალური სავარჯიშო სესია უკვე ჩავატარე და ფომრაში თანდათანობით შევდივარ, დაბრუნებას რამდენიმე კვირაში ვგეგმავ."

"ეს ჩემს კარიერაში პირველი სერიოზული დაზიანება იყო, რასთანაც შეგუება თავდაპირველად გამიჭირდა, თუმცა მწვრთნელის, ფიზიოთერაპევტებისა და თანაგუნდელების დახმარებით, ამ ბარიერის დაძლევაც მოვახერხე."

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, 20 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე, მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით