ტონი კროოსი: "ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მთავარი გუნდი და მისი წარმატებაა"

13-02-2019, 22:00

მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი, ტონი კროოსი, "ლოს ბლანკოსის" თავკაცზე, ესპანელ სანტიაგო სოლარიზე საუბრობს:

"ჩვენი კლუბის რიგებში, მსოფლიოს 20 საუკეთესო მოთამაშე ირიცხება, ცხადია ასეთ პირობებში შეუძლებელია შემადგენლობა ისე შეარჩიო, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა, მოედანზე შესაბამისი დრო მიიღოს. ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მთავარი გუნდი და მისი წარმატებაა."

"სოლარი რთულ გადაწყვეტილებებს არ გაურბის და საჭიროების მიხედვით მოქმედებს, ის გამბედაობით გამოირჩევა და გასახდელსაც კარგად აკონტროლებს. მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, "რეალმა" აღმასვლა დაიწყო და ცუდი დასაწყისის შემდეგ, ახლა უკვე ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში, მე-2 ადგილს იკავებს, ეს უმეტესწილად, სანტიაგოს დამსახურებაა."

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის კლუბი, 13 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ამსტერდამის "აიაქსს", თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით