პატრის ევრამ "პსჟ-ს" გულშემატკივრებს "ბარსელონასთან" 6-1 მარცხი გაახსენა !

13-02-2019, 22:28

როგორც იცით, 12 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ინგლისელთა ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ, "Instagram-ზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის მარკურ რაშფროდს, ანტონი მარსიალს, დავიდ დე ხეას და პოლ პოგბას მიმართავდა და მოედანზე ბოლომდე დახარჯვისკენ მოუწოდებდა.

ცხადია მანჩესტერელთა მარცხის შემდეგ, "პსჟ-ს" გულშემატკივრებმა "მომენტით ისარგებლეს" და ევრას სოციალურ მედიაზე დასცინეს, რასაც ფრანგი ფეხბურთელის მხრიდან, საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა:

"ჯერ არაფერი დასრულებულა, მოწინააღმდეგეს აქამდე 4 გოლიანი უპირატესობითაც კი წაუგია, ამიტომაც შანსი ნამდვილად გვაქვს. პარიზელებო ფრთხილად იყავით, თქვენ ასეთი განმეორებითი შეხვედრების "ექსპერტები" ხართ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული წყვილი, 1/8 ფინალის გადამწყვეტ დაპირისპირებას, 7 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გამართავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით