ბუფონი საუკეთესოთა სამეულშია

13-02-2019, 22:38

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამეა, ვინც გოლი 50 ან მეტ მატჩში არ გაუშვა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩში სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედთან" 41 წლის იტალიელი მეკარისთვის 50-ე აღმოჩნდა, რომელშიც კარი "მშრალად შეინახა".

მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 121 შეხვედრა ჩაატარა. 

ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია "პორტუს" ესპანელი კარის დარაჯი იკერ კასილასია, რომელიც პორტუგალიაში გადაბარგებამდე, წლების განმავლობაში "რეალში" გამოდიოდა. მან ტურნირზე ჩატარებულ 174 თამაშიდან გოლი 57-ში არ გაუშვა. 

მეორე ადგილზე "აიაქსის", "იუვენტუსის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარია - 51 (98). 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით