არსენ ვენგერი: "მარსიალი "იუნაიტედისთვის" შეუცვლელი ფიგურაა"

13-02-2019, 23:10

ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი, არსენ ვენგერი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პარი სენ-ჟერმენის" დაპირისპირებაზე საუბრობს:

"ოლე გუნარ სოლსკიაერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ალექსის სანჩესი სათადარიგოზე დატოვა, ჩილელმა თავდამსხმელმა ძირითადში მისი ადგილი უბრძოლველად დაუთმო მარსიალს."

"ამჟამად ანტონი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა, რთულია მის გარეშე ნორვეგიელის ფორმაციის "იუნაიტედის" წარმოდგენა."

"მიუხედავად ამისა, ალექსისი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც ახალ გარემოებასთან შეგუება, ჯერაც ვერ მოახერხა. მან იმედი არ უნდა დაკარგოს, ასეთი შემთხვევები ფეხბურთში ხშირია და ის გამონაკლისს არ წარმოადგენს, მთავარი პროგრესი და განვითარების სურვილია."

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელები შემდეგ მატჩს, "FA Cup-ზე", ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით