იურგენ კლოპი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დააჯარიმა !

13-02-2019, 23:49

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, გერმანელი იურგენ კლოპის დაჯარიმება გადაწყვიტა.

"FA-ის" მიხედვით, სპეციალისტს ბრალი, "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ, კევინ ფრენდის ანუ დაპირისპირების არბიტრის გაკრიტიკებაში ედება.

გთავობთ ოფიციალურ განცხადებას:

"არცერთი გუნდის წარმომადგენელს არ აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში, ეს წესების პირდაპირი დარღვევაა, რის გამოც გადავწყვიტეთ იურგენ კლოპი 8000 გირვანქათი დაგვეჯარიმებინა."

შეგახსენებთ, რომ გერმანელ თავკაცს, მიღებული განაჩენის გაპროტესტება, 18 თებერვლის 18:00 საათამდე შეუძლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით