პედრო: "მაურისიო სარის სტილით ასპარეზობა მარტივი არაა"

14-02-2019, 00:22

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი, კლუბის მთავარ მწვრთნელზე, იტალიელ მაურისიო სარიზე საუბრობს:

"თითქმის ყველა გუნდი, სარის იდეოლოგიას მისდევს, მოწინააღმდეგის ხაზებს შორის, ინტენსიური პრესინგით სივრცეების შექმნა და ბურთის მოპოვება თანამედროვე ფეხბურთში გასაკვირი აღარაა."

"ეს ტაქტიკა დღეს უკვე მხოლოდ გარკვეულ მეტოქეებზე ამართლებს, მაგალითად "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ საჯარიმოში გამოგვკეტა და პოზიციის გარეშე დაგვტოვა, რამაც ჩვენი თავდასხმის შანსები რადიკალურად შეამცირა."

"მაურისიოს სტილით ასპარეზობა მარტივი არაა, ჯერ კიდევ გვჭირდება დრო სრული ადაპტაციისთვის, ამიტომაც შედეგს მომავალი სეზონიდან უნდა ველოდოთ."

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ჩელსი" შემდეგ მატჩს, 15 თებერვალს, ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე, "მალმოს" წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით