რამდენს სთავაზობს "ბარსელონას" "იუნატიდედი" რაკიტიჩის სანაცვლოდ?

14-02-2019, 14:14

გავლენიანი გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენას შეეცდება.

წყაროს ცნობით, "მანკუნიანელები" ხორვატ ფეხბურთელის სანაცვლოდ 57 მილიონ გირვანქას იძლევიან.

თავად ნახევარმცველს, "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, მაგრამ კლუბის მესვეურები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობენ და დიდი ალბათობით, მას ზაფხულში დაემშვიდობებიან.

მოგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხორვატმა შუახაზელმა, "ბარსას" მაისურით 34 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით