ფავრი: "მეტოქეს ქულა ვაჩუქეთ"

14-02-2019, 13:18

გერმანული დორტმუნდის "ბორუსიის" მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის "ტოტენჰემთან" წაგების შემდეგ მედიის წარმომადგენლებტან ისაუბრა.

"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს თითქმის მომენტი არ ჰქონია. ოსტატურად ვიცავდით თავს და ვუტევდით კიდეც. მაგრამ შემდეგ ერთი შეცდომა დავუშვით და მოწინააღმდეგემ ამით ისარგებლა. ჩენ ისინი დავასაჩუქრეთ".

"არის ხოლმე სეზონის განმავლობაში პერიოდები, როცა კარგად ვერ მიდის საქმეები. მაგრამ, რაც არის, არის. ახლა ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და ბევრი ვიმუშაოთ, რათა შეცდომები გამოვასწოროთ", - განაცხადა შვეიცარიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით