ხოსეპ მარია ბართომეუ: "ნეიმარი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება !"

14-02-2019, 20:55

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, ესპანელი ხოსეპ მარია ბართომეუ, "პსჟ-ს" ბრაზილიელი თავდამსხმელის "ბლაუგრანაში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"ნეიმარი ფრანგული გრანდის რიგებში მხოლოდ მე-2 სეზონს ატარებს და რთულია იმის წარმოდგენა, რომ ნასერ ალ-ხელაიფი მის გაშვებას მოინდომებს. ინტერესი არც ჩვენი მხრიდან ყოფილა."

"კლუბმა გასულ სეზონში უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო შეიძინა, რითაც აქცენტი მომავალზე გააკეთა. წარსული უკვე დავივიწყეთ და ახალი გზა ავირჩიეთ, ამიტომაც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბრაზილიელი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება."

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა, 2017 წლის 3 აგვისტოს, ესპანეთი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით