ანხელ დი მარია: "ჩემი წასვლა ვან გაალთან პრობლემებმა განაპირობა"

14-02-2019, 21:23

"პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელი თავდამსხმელი, ანხელ დი მარია, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"აქამდეც ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მანჩესტერულ კლუბზე ან მის გულშემატკივრებზე ცუდად არასდროს მისაუბრია, მე პრობლემები მხოლოდ ლუი ვან გაალთან მქონდა, რამაც ჩემი წასვლა განაპირობა."

"ოლდ ტრაფორდზე" მაყურებლის ასეთმა "დახვედრამ", ცხადია მატჩის პირველ ნახევარში უარყოფითად იმოქმედა, თუმცა გასახდელში, ოლესა და თანაგუნდელების დახმარებით, მძიმე მდგომარებიდან გამოსვლა მოვახერხე და კარგი მატჩი ჩავატარე. ვიმედოვნებთ, რომ საკუთარ სტადიონზე კიდევ ერთი გამარჯვებისა და 1/4 ფინალის საგზურის მოპოვებას შევძლებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ორ კლუბს შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირება, 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით