იურგენ კლოპი: "ამ წყვილში ფავორიტს ვერ ვხედავ"

14-02-2019, 22:29

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი იურგენ კლოპი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებზე საუბრობს:

"ამ წყვილში ფავორიტს ვერ ვხედავ, ორი საკმაოდ ძლიერი გუნდი მოედანზე 1/4 ფინალის საგზურისთვის, ბოლომდე დაიხარჯება."

"წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია, "ბაიერნთან" თამამად ასპარეზობაა საჭირო, ბოლო რამდენიმე კვირა მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და ბავარიელები ოპტიმალურ მდგომარეობაში ვერ იმყოფებიან, ამით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ. წინ ძალიან დაძაბული შეხვედრები გველის."

შეგახსენებთ, რომ ინგლისური და გერმანული გრანდები ერთმანეთს, 19 თებერვალს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით