“ფენერბახჩესთან“ მატჩის შემდეგ ოქრიაშვილმა კომენტარი გააკეთა

19-01-2016, 02:08

18 იანვარს, გაიმართა თურქეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩი “ესქიშეჰირსფორსა” და “ფენერბახჩეს” შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:3 დასრულდა. ღსანიშნავია, რომ “ესქიშეჰირსფორის” რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის – თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა. შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, მთავარმა არბიტრმა მასპინძლებს ხუთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. ცხადია, "ესქიშეჰირის" მწვრთნელები და ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებებით უკამყოფილოები იყვნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი თორნიკე ორქიაშვილმა გააკეთა: "არბიტრის გადაწყვეტილებებმა ანგარიშზე გავლენა იქონია. ვფიქრობ, ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში ასეთი მსაჯობა არ უნდა იყოს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ." - ციტირებს ოქრიაშვილის სიტყვებს acunn.com-ი. გთავაზობთ მატჩის ვიდეო მიმოხილვას:



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით