"ბაიერნი" რაბიოზე უარს აცხადებს

15-02-2019, 11:11

გამოცემა Kicker-ის ცნობით, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლის ვარიანტი ჩაეშალა.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი გასამრჯელოს სახით იმაზე გაცილებით დიდ თანხას ითხოვს, ვიდრე "რეკორდმაისტერი" აპირებდა გადახდას.

ამრიგად, მიუნხენში გადაწყვიტეს, რომ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა აღარ გააგრძელონ.


შეგახსენებთ, რომ რაბიოს "პსჟ"-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის გამო კი, ფრანგული გუნდის განაცხადშიც ვეღარ ხვდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით