ნეიმარმა დაბრუნების თარიღი დაასახელა

15-02-2019, 18:13

ფრანგული "პსჟს" შემტევმა, ნეიმარ ჯუნიორმა დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.

"ნელ-ნელა თავს კიდევ უფრო უკეთ ვგრძნობ. უკვე სხვადასხვა სახის ვარჯიშებზეც გადავედი."

"ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, ექიმები ვარაუდობენ, რომ აღდგენით კურსს მაქსიმუმ 10 კვირა დასჭირდება. შესაბამისად, აპრილის დასაწყისში მინდორზე გასვლას უკვე შევძლებ." - აცხადებს ბრაზილიელი.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა იანვარში მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით