კლოპი "ბაიერნის" გაწვრთნასთან ახლოს იყო

15-02-2019, 18:16

იურგენ კლოპი დორტმუნდის "ბორუსიას" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევა, თუმცა, შესაძლოა ისტორია სხვანაირი ყოფილიყო.

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის განცხადებით, კლუბი ერთ დროს კლოპის დამატებასთან ახლოს იყო.

"მას უდიდეს პატივს ვცემ. იურგენი თავისი საქმის დიდი პროფესიონალია."

"როდესაც "მაინციდან" წამოვიდა, ჩვენ მის კანდიდატურასაც განვიხილავდით. თუმცა, საბოლოოდ არჩევანი იურგენ კლინსმანზე შევაჩერეთ." - აცხადებს ჰიონესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით