გალიანი: "კაკამ ჩემი შეთავაზება არ მიიღო"

16-02-2019, 14:16

იტალიური "მონცას" გენერალურმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ მედიის წარმომადგენლეთან,  კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაკას დამატება სურდა.

"მონცაში ისეთივე ენთუზიაზმით მოვედი, როგორითაც "მილანში" ვმუშაობდი. იანვარში 30 ტრანსფერი განვახორციელეთ - 16 ფეხბურთელი მოვიდა, 14 კი წავიდა".

"კაკას მონცაში თამაში შევთავაზე, თუმცა უარი მივიღე. მას ბრაზილიის და ოჯახის დატოვება არ სურდა. პირადად მე, შემოთავაზებები სხვა კლუბებიდანაც მქონდა, თუმცა "მილანს" ვერ ვუღალატებდი. შეიძლება ითქვას , რომ  "როსონერიში" 31 წელი იჯარით გავატარე და ახლა სახლში დავბრუნდი", - განაცხადა გალიანიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით