ანჩელოტი: "ევროპა ლიგამ ბურთი უნდა შეცვალოს"

16-02-2019, 15:06

იტალიური "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტი ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ბურთის შესახებ  უკმაყოფილება გამოთქვა.

"უამრავი მომენტი გვქონდა და უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. საჭიროა მეტად ეფექტურები ვიყოთ".

"ევროპა ლიგის ბურთი საშინელებაა და ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს", - აღნიშნა იტალიელმა  დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ნაპოლი" "ციურიხს" ესტუმრა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით