კომანი "ლივერპულთან" ითამაშებს

16-02-2019, 15:24

გუშინ გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "აუგსბურგმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან დუბლის გაფორმება მოახერხა ახალგაზრდა შემტევმა, კინგსლი კომანმა. ამასთან ერთად 22 წლის ფეხბურთელმა დაზიანებაც მიიღო და არსებობდა საშიშროება იმისა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ეთამაშა.

დღეს "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კომანის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ექიმებმა ფეხბურთელს მომავალ მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "ბაიერნის" პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:55-ზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით