მოურინიო: "ნეიმარმა ნაკრებში რამე უნდა მოიგოს, რათა პელეს გაუტოლდეს"

16-02-2019, 15:54

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ფრანგული "პსჟს" ლიდერ ნეიმარ ჯუნიორზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მას უდიდესი ტალანტი აქვს. ამაზე უბრალოდ დავაც კი არ შეიძლება."

"თუმცა, როდესაც ნეიმარს სხვებს ადარებენ ვფიქრობ ავიწყდებათ, თუ რას მიაღწიეს ამ სხვებმა მის ასაკში. გავიხსენოთ იგივე რონალდო ან რივალდო, რომლებმაც წარმატებას როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე ევროპაში მიაღწიეს."

"ნეიმარი ევროპაში უკვე წარმატებულია, თუმცა, მას ჯერ პელეს და სხვა ასეთ დიდ ლეგენდებს ვერ შევადარებთ. ამისთვის სანაკრებო გამარჯვებები სჭირდება." - აცხადებს მოურინიო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით