დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

16-02-2019, 19:58

დღეს უნგრეთის ოტპ ლიგის 21-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "დებრეცენმა" "ფერენცვაროშს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გახსნა სტუმართა ქართველმა მცველმა, ლაშა დვალმა მოახერხა. 23 წლის ფეხბურთელმა შეხვედრის 30-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა, თუმცა, ამ გოლმა გუნდი წაგებისგან მაინც ვერ იხსნა.

მარცხის მიუხედავად "ფერენცვაროში" გათამაშების ცხრილში პირველ ადგილს უკონკურენტოდ იკავებს. გუნდი მეორეადგილოსან ვიდეოტონს 9 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ დვალი უნგრულ კლუბში გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა და ეს მისი პირველი გოლი გახლდათ ახალ გუნდში.
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით