კოსტას მანოლასისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" იბრძოლებენ !

17-02-2019, 03:17

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი", იტალიური "რომას" ბერძენი ცენტრალური მცველის, კოსტას მანოლასის გადაბირებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი მზადაა 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 43.7 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, რომელიც მსოფლიომ გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გატანილი გადამწყვეტი გოლის შემდეგ გაიცნო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანჩესტერულ კლუბს, მანოლასის ტრანსფერში კონკურენციას ლონდონის "არსენალი" გაუწევს, რომელსაც "იუნაიტედის" მსგავსად, დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბერძენ მოთამაშეს, დედაქალაქელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი, 2022 წლის ზაფხულში ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით