"მანჩესტერი" სატრანსფერო რეკორდს ამყარებს

17-02-2019, 15:30

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, მანჩესტერ "იუნაიტედი" სერიოზულად არის დაინტერესებული "პსჟს" შემტევის, ნეიმარ ჯუნიორის გადაბირებით.

წყაროს ცნობით, ოლე გუნა სოლსკიაერს გუნდის შეტევის გაძლიერება სურს. ამისთვის კი მზადაა რომ ახალი სატრანსფერო რეკორდიც კი დაამყაროს.

როგორც ცნობილია, ინგლისელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკაბები ფრანგულ მხარესთან. "მანჩესტერი" ნეიმარის დასამატებლად 262 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "პსჟს" 2017 წელს შეუერთდა, სარეკორდო, 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ახლა კი, როგორც ჩანს, მისი ტრანსფერით კიდევ ერთხელ მოიხსნება სატრანსფერო რეკორდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით