არიენ რობენი: "ჩემთვის "ენფილდი" ევროპაში ყველაზე ცუდი სტადიონია !"

17-02-2019, 23:01

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი, არიენ რობენი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"იურგენ კლოპის გუნდი ყველაზე სახიფათო, საშინაო კედლებშია, კარგად ვნახეთ ასეთი წნეხის პირობებში რა მდგომარეობაში ჩავარდა "მანჩესტერ სიტი", რომელიც აქამდე ყველა მოწინააღმდეგეს უშანსოდ ამარცხებდა."

"ამის გამო ჩემთვის "ენფილდი" ევროპაში ყველაზე ცუდი სტადიონია, შეუძლებელია აქ თამაშის დროს წინასაწარი პროგნოზი გააკეთო, მიუხედავად ამისა, არაფრის დათმობას არ ვგეგმავთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით, რომ მიუნხენში სასურველი შედეგით დავბრუნდეთ."

შეგახსენებთ, რომ გერმანული და ინგლისური გრანდები ერთმანეთს 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით