ნაბი კეიტა: "კარგად ვიცი "ბაიერნთან" როგორ უნდა ვითამაშო !"

17-02-2019, 23:38

მერსესაიდული "ლივერპულის" გვინეელი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"კარგად ვიცი "ბაიერნთან" როგორ უნდა ვითამაშო, "ლაიფციგის" რიგებში ამის კარგი გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, რომ მატჩისთვის მზად ვართ, ჩვენი მთავარი მიზანი ახლა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაა."

"რა თქმა უნდა ამ ასპექტში გუნდის ერთადერთი "ექსპერტი" არ გახლავართ, იურგენ კლოპმა ყველაზე კარგად იცის თუ რა უნდა დავუპირისპიროთ ბავარიულ კლუბს, წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა გველოდება."

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" და "ლივერპული" ერთმანეთს 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე შეერკინებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით