• 11-09-2023
    ცნობილია - ვინ იქნება საქართველოსა და ნორვეგიის მატჩის მთავარი მსჯი
    ცნობილია - ვინ იქნება საქართველოსა და ნორვეგიის მატჩის მთავარი მსჯი
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის  შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას ესტუმრება.

    უკვე გაირკვა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას მონტენეგროელი სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება.

    რაც შეეხება მთავარ მსაჯს, შეხვედრის არბიტრი 41 წლის ნიკოლა დაბანოვიჩი იქნება, რომელსაც ჩვენს ნაკრებთან შეხება აქამდეც ჰქონია.

    კერძოდ, ნიკოლამ 2022 წელს ალბანეთისა საქართველოს მატჩზე იმსაჯა, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა.

    აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდისა და ნორვეგიის დაპირისპირება 12 სექტემბერს, 22:45 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები