ჯენარო გატუზო: "პიონტეკი გოლების გასატანადაა დაბადებული !"

17-02-2019, 23:55

იტალიური "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, კლუბის ახალწვეულზე, პოლონელ თავდამსხმელზე, კშიშტოფ პიონტეკზე საუბრობს:

"პიონტეკი არის ფეხბურთელი, რომელიც გოლების გასატანადაა დაბადებული, ის ახალ გარემოს შესანიშნავად შეეწყო და რამდენიმე მატჩის შემდეგ, უკვე შეაყვარა გულშემატკივრებს თავი."

"ახლა მოდუნების დრო არ გვაქვს, მუშაობა უნდა განვაგრძოთ და სეზონის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ."

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მოთამაშემ "მილანის" რიგებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში, უკვე მოახერხა 4 გოლის გატანა. მან უკანასკნელ დაპირისპირებაში, "ატალანტას" დუბლი შეუსრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით