ლიონელ მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა !

18-02-2019, 00:13

ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრა, რომელიც კატალონიის "ბარსელონასა" და "რეალ ვალადოლიდს" შორის გაიმართა, ბევრისთვის "ბლაუგრანას" მხრიდან, მიმდინარე სეზონის ყველაზე უსახურ მატჩადაა შეფასებული.

მიუხედავად უჩვეულო პერფორმანსისა, ერნესტო ვალვერდეს გუნდის არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჟორდი მასიპის კარის აღებით, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

31 წლის მოთამაშე, პირველი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 11 სეზონში მოახერხა 30 გოლის გატანა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი 19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ფრანგულ "ოლიმპიკ ლიონს" დაუპირისპირდება თბილისის დროით 23:45 წუთზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით