ჟერარდ პიკე: "რეალ ვალადოლიდთან" საშინლად ვითამაშეთ !"

18-02-2019, 14:08

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ესპანელი ჟერარდ პიკე, ლა ლიგის 24-ე ტურში, "რეალ ვალადოლიდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"საშინლად ვითამაშეთ, ეს არ არის ის "ბარსელონა", რომელიც გულშემატკივარმა მისი თამაშის სტილის გამო შეიყვარა. ერთადერთი დადებითი ისაა, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ."

"თუ სამშაბათს მოედანზე ასე გამოვალთ, მაშინ "ლიონის" წინააღმდეგ ის განმეორდება, რაც 2 სეზონის წინ, "პარი სენ-ჟერმენთან" მოხდა."

"ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და კარგად მოვემზადოთ, ევროპულ ტურნირზე, ძალიან რთული მატჩი გველის."

შეგახსენებთ, რომ ესპანური და ფრანგული კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით