პიონტეკი: "ჩემი თავის მჯერა"

18-02-2019, 15:00

"მილანი" ბერგამოში "ატალანტას" ეწვია და მეტოქე თავისივე მოედანზე საკმაოდ დამაჯერებლად 1-3 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ "როსონერის" თავდამსხმელმა კჟიშტოფ პიონტეკმა "DAZN"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ჩემი თავის რწმენა მაქვს, თუმცა არ მეგონა ამდენს თუ გავიტანდი. ექვს მატჩში ექვსი გოლი დაუჯერებელი შედეგია, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. პოზიციის შერჩევა საკმაოდ რთული იყო, თუმცა საბოლოოდ მეტოქის დაცვაში ხვრელები მაინც ვიპოვნე."

"მილანი" ჩემთვის ოჯახივითაა, როცა მოვედი ყველამ ძალიან თბილად მიმიღო. ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ იმისათვის, რომ მოედანზე ულაპარაკოდ გავუგოთ ერთმანეთს. გატუზო კი ლეგენდარული ფეხბურთელი იყო და მისი რჩევები თავდაჯერებულობას მმატებს." - განაცხადა "პისტოლერომ".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით