რობერტ ლევანდოვსკი:"მან ჩემში თავდამსხმელის ინსტინქტი გააღვიძა"

18-02-2019, 17:39

მიუხენის"ბაიერნის" პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ პრესასთან "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელზე, იურგენ კლოპზე ისაუბრა.

"სიმართე გითხრათ ჩვენ "ლივერპულის" სახით ურთუელესი მეტოქე შეგვხვდა,მათ შესანიშნავი დაცვის ხაზი აქვთ,რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში კარგად გამოიყურება,გარდა ამისა "ლივერპულს" ნებისმიერ პოზიციაზე უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავთ.

"ჩვენი მთავარი მიზანი არის ის,რომ ორივე შეხვედრაში რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ.

"რაც შეეხება მათ მთავარ მწვრთნელს,იურგენ კლოპმა ჩემს საფეხბურთო კარიერაში უდიდესი წვლილი შეიტანა,მე "დორტმუნდში" ყოფნის დროს მის თვალ წინ გავიზარდე,ის ჩემს თვალში დიდი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია.
 
"მან ჩემში ფორვარდის ინსტიქტი წარმოაჩინა და საკუთარი თავის რწმენა მომცა".-განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ამ გუნდების დაპირიპსირება 19 თებერვალს "ენფილდზე" ჩვენი დროით 23:59 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით