"ლივერპულს" "ბაიერნთან" მატჩის წინ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

18-02-2019, 21:10

ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ რობერტო ფირმინომ და დეიან ლოვრემა "ბაიერნთან" გასამართი მატჩის წინ ვარჯიში გამოტოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხორვატ მცველს კუნტი დაზიანება აქვს, რაც შეეხება ბობი ფირმინოს მიზეზად ვირუსი სახელდება.

"მერსესაიდულ" კლუბს გარდა ამ ორი მოთამაშისა დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდება ვირჯილ ვან დეიკი, ასევე ხვალიდენ შეხვედრაში  დაზიანების გამო მონაწილეობას ჯო გომესი ვერ მიიღებს.

როგორც ცნობილია დეიან ლოვრენას და ვირჯილ ვან დეიკს დაცვის ხაზსში, ჟოელ მატიმი და ფაბინიო ჩაანაცვლებენ. 

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ამ გუნდების დაპირიპსირება 19 თებერვალს "ენფილდზე" ჩვენი დროით 23:59 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით