გარეთ ბეილი სერია ა-ს უახლოდევბა?

18-02-2019, 22:20

ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ "რეალის" უელსელმა შემტევმა, გარეთ ბეილმა შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარეთ ბეილის შეძენა "მილანს" სურს,რომლეიც მზადაა უელსელ ფეხბურთელში "სამეფო კლუბს" 88 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

უელსელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სადაც თავი 12 გატანილი გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ გარეთ ბეილს მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხუში ეწურება.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით