ბიქსენტ ლიზარაზუ: "მბაპე მხოლოდ მესისა და რონალდუს ჩამორჩება !"

18-02-2019, 23:14

მიუნხენის "ბაიერნისა" და "ბორდოს" ლეგენდარული მარცხენა მცველი, ბიქსენტ ლიზარაზუ, "პარი სენ-ჟერმენის" ფრანგ თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე საუბრობს:

"ის 20 წლის ასაკში მსოფლიოში უკვე მე-3 საუკეთესო ფეხბურთელია და ამჟამად მხოლოდ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ კილიანი, პორტუგალიელი და არგენტინელი ლეგენდების შემდეგ, ფეხბურთის სახე გახდება."

"ახლა მთავარია მან პროგრესი განაგრძოს, ბევრი იმუშაოს საკუთარ თამაშზე და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს. საფრანგეთს მბაპეს სახეთ მომავალი 10-12 წლის განმავლობაში, უმაღლესი დონის მოთამაშე და გამორჩეული ლიდერი ეყოლება."

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 18 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 19 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით