გრიზმანი: "ფინალის მადრიდში გამართვა დამატებით მოტივაციას გვაძლევს"

18-02-2019, 23:25

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკო" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე "როხიბლანკოს" ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა შანსები შეაფასა.

"საკუთარ სტადიონზე ფინალი. ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს. ეს უდიდესი ზეიმი იქნება გულშემატკივრებისთვის."

"არაერთი მოთამაშე გვყავს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალებში უთამაშიათ. შესაბამისად, გამოცდილება არ გვაკლია."

"ვფიქრობ, შანსები თანაბარია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საკუთარი ქომაგების წინაშე გამარჯვება მოვიპოვოთ." - აცხადებს გრიზმანი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით