კლოპი: "ბაიერნი ძალიან საშიშია"

18-02-2019, 23:39

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც მერსისაიდული "ლივერპული" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ბაიერნმა სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო, თუმცა, ახლა გუნდში სიტუაცია დალაგებულია და ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან."

"მიუნხენელები უკვე ზედიზედ 6 წელია, რაც ლიგას იგებენ. ჩვენ მსგავსი ამბიციები არ გვაქვს, თუმცა, გვსურს, რომ ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ."

"ბაიერნი საკმაოდ საშიში გუნდია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ვფიქრობ, შანსები თანაბარია." - აცხადებს კლოპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით