ვერმაელენი კვლავ ტრავმირებულია

18-02-2019, 23:57

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩამდე ერთი დღით ადრე კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი გამოაკლდა.

"ბლაუგრანას" ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა, თომას ვერმაელენმა კვლავ დაზიანება მიიღო და გამორიცხულია, რომ მან ხვალ გასამართ შეხვედაში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც ცნობილია, 33 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება იგი მინდორს.

შეგახსენებთ, რომ ვერმაელენმა "ბარსაში" სულ მე-4 სეზონს ატარებს და ამ პერიოდში მან 564 დღე ტრავმების გამო გამო გააცდინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით