სერხიო ბუსკეტსი: "ლიონის" წინააღმდეგ რთული მატჩი გველის !"

19-02-2019, 12:00

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "ოლიმპიკ ლიონის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ფრანგებს დიდ პატივს ვცემ, მათ ცოტა ხნის წინ "პარი სენ-ჟერმენის" დამარცხებაც კი მოახერხეს. "ლიონიდან" ყველაზე მეტ საფრთხეს, ნახევარდაცვასა და შეტევაში მყოფი სწრაფი ფეხბურთელები წარმოადგენენ, რომლებიც ნებისმიერი გუნდის დაცვის ხაზებში ახერხებენ სივრცეების შექმნას."

"მთავარი მიზანი ახლა გასვლითი გოლის გატანაა, ამით უპირატესობას გავიმყარებთ და კატალონიაში გასამართი მატჩის დროსაც უფრო მეტი თავისუფლება გვექნება. ვნახოთ სამშაბათს რა მოხდება, წინ ძალიან რთული ორთაბრძოლა გველის."

შეგახსენებთ, რომ კატალონიური და ფრანგული გუნდები ერთმანეთს 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით