ნიკო კოვაჩი "ლივერპულთან" მატჩზე: "ეს მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" პირველი დიდი გამოცდა იქნება !"

19-02-2019, 10:18

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი ნიკო კოვაჩი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველაზე "ცუდი" მეტოქე ჩვენ შეგვხვდა, იურგენ კლოპის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და მზადაა მსოფლიოს აჩვენოს თუ რას წარმოადგენს."

"ეს მატჩი მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" პირველი დიდი გამოცდა იქნება. წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ერთი რამ კარგად ვიცი, ორთაბრძოლა უგოლოდ არ დასრულდება."

შეგახსენებთ, რომ ბავარიული და მერსესაიდული გრანდები ერთმანეთს, 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით