ბოატენგმა შესაძლოა დღევანდელი შეხვედრა გამოტოვოს

19-02-2019, 16:08

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც მერსისაიდული "ლივერპული" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.

შეხვედრას "რეკორდმაისტერი" დანაკლისით ხვდება. ბრიტანული გამოცემა Sky-ის ინფორმაციით, გერმანელებს შესაძლოა ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი გამოაკლდეთ.

წყაროს ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი გაციებულია და მისი დღევანდელ მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ "ლივერპულს" დღეს ვან დიიკი ვერ დაეხმარება. ასევე საეჭვოა რობერტო ფირმინიოს თამაშიც.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით