ბონუჩიმ "რეალი" უარით გაისტუმრა

19-02-2019, 16:18

"მილანში" გატარებული ერთი სეზონის შემდგომ ლეონარდო ბონუჩი თავის ყოფილ კლუბს, ტურინის "იუვენტუსს" გასულ წელს დაუბრუნდა.

31 წლის მცველის განცხადებით, მას შემოთავაზებები სხვა კლუბებიდანაც ჰქონდა, თუმცა, არჩევანი "ბებერ სინიორაზე" შეაჩერა.

"რეალს ჩემი დამატება სურდა. ეს ნამდვილად დიდი პატივი იყო ჩემთვის. როდესაც მსგავსი კლუბი გეპატიჟება, ეს ნიშნავს, რომ წლების მანძილზე კარგად თამაშობ."

"თუმცა, როდესაც "იუვენტუსისგან" მივიღე შემოთავაზება, სხვა ვარიანტი აღარც განმიხილია. აქ დაბრუნება ძალიან მსურდა" - აცხადებს ლეონარდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით