• 11-09-2023
    ლავია "ჩელსის" 6 კვირით გამოაკლდა
    ლავია "ჩელსის" 6 კვირით გამოაკლდა

    ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი ნახევარმცველი, რომეო ლავია გუნდს 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

    ახალგაზრდა შუახაზელმა დაზიანება "არისტოკრატთა" სავარჯიშო სესიის მიმდინარეობისას, კოჭის არეში მიიღო. Daily Mail-ის ინფორმაციით, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლავია "ლურჯებს" ნოემბრამდე გამოაკლდა.

    "ჩელსის" აღნიშნული ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

    შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი ლონდონელებმა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინეს. "საუთჰემპტონს" მის სანაცვლოდ 58 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. "პენსიონერების" მაისურით რომეუს ჯერ ერთი წუთიც კი არ უთამაშია.

    მაურისიო პოჩეტინოს გუნდი პრემიერ ლიგას კვირას, "ბორნმუთთან" მატჩით უბრუნდება.

    სატურნირო ცხრილში "ჩელსი" მე-12 პოზიციაზეა. "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს 4 ტურში 4 ქულა აქვთ აღებული.

    Facebook კომენტარები