პოლ პოგბა: "ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულის მოგებაა !"

19-02-2019, 23:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, "FA Cup-ზე", ლონდონის "ჩელსის" დამარცხების შემდეგ, გუნდის მიზნებზე საუბრობს:

"გვსურს გასული წლის შეცდომები აღარ გავიმეორეთ, "იუნაიტედი" დიდი კლუბია, რომლის გულშემატკივრებიც ყოველი სეზონის ბოლოს წარმატებას ელიან, ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ტიტულის მოგებაა."

"ჩემპიონთა ლიგიზე განმეორებითი შეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელი გვაქვს და არავინ იცის პარიზში რა მოხდება, ასოციაციის თასზე კი 1/4 ფინალის საგზური მოვიპოვეთ."

"დანებებას არ ვგეგმავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვეცდებით მაყურებელი უკმაყოფილო არ დავტოვოთ."

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშემ, პრემიერ ლიგაში 23 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 11 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით