პეპ გვარდიოლა: "ბერნარდო სილვა მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა 3-ეულში შედის !"

19-02-2019, 23:57

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთენლი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, კლუბის პორტუგალიელ ნახევარმცველზე, ბერნარდო სილვაზე საუბრობს:

"მისი თამაშის ყურება ნებისმიერი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის დიდი სიამოვნებაა, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ბერნარდოს დონის ფეხბურთელთან ერთად მიწევს მუშაობა."

"ის მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ყოველ სავარჯიშო სესიაზე ბოლომდე იხარჯება და მატჩის მიმდინარეობისას თითოეული დაკარგული ბურთისთვის იბრძვის, სწორედ ამიტომაც პორტუგალიელი მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა 3-ეულში შედის."

"ევროპის არცერთი გრანდი არ იტყოდა სილვას შესაძლებლობების მქონე მოთამაშეზე უარს."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" 20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "შალკეს" დაუპირისპირდებიან თბილისის დროით 23:45 წუთზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით