ხედირას გულის პრობლემები აქვს

19-02-2019, 23:36

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკო" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

"ბებერ სინიორას" მომავალ შეხვედრაში გერმანელი ნახევარმცველი, სამი ხედირა ვერ დაეხმარება. როგორც ცნობილია, 31 წლის ფეხბურთელს გულის პრობლემები აქვს.

"სამი ჩვენთან ერთად მადრიდში არ მოდის. მას გარკვეული სახის პრობლემები აქვს." - აცხადებს მასიმო ალეგრი.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული დაპირისპირება თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით