თომას ტუხელი: "მბაპემ დასვენების მიზნით, მოედანზე ნაკლები დრო უნდა გაატაროს !"

20-02-2019, 00:13

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, კლუბის ფრანგ თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე საუბრობს:

"მას უნდა ვესაუბრო და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მბაპემ უმჯობესია დასვენების მიზნით, მომავალ რამდენიმე შეხვედრაში, მოედანზე ნაკლები დრო გაატაროს."

"ჩვენს მდგომარეობას არაერთი ტრავმა ართულებს, რის გამოც რთული განრიგის შემდეგ, როტაციას ვერ ვახდენ და ზოგიერთ ფეხბურთელს დაზიანების საფრთხის ქვეშ ვაყენებ, თუმცა ახლა სხვა გზა არ გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ ნეიმარი, ედინსონ კავანი და ხუან ბერნატი მოედანს მალე დაუბრუნდებიან."

შეგახსენებთ, რომ პარიზელები ლიგა 1-ის 24-ე ტურში, 21 თებერვალს, "მონპელიეს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით