კევინ დე ბრუინი: "ოთხივე ტიტულის მოგება შეუძლებელია !"

20-02-2019, 00:47

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, მიმდინარე სეზონში კლუბის მიზნებზე საუბრობს:

"მთავარია ახლა "Carabao Cup-ის" ფინალზე და "ჩელსის" დამარცხებაზე ვიფიქროთ, წინასწარ პროგნოზს ასეთი დონის შეხვედრაზე ვერასდროს გავაკეთებთ, ამიტომაც ვნახოთ 24 თებერვალს რა მოხდება."

"ოთხივე ტიტულის მოგება შეუძლებელია, პრემიერ ლიგის განრიგი, როდესაც ყოველ 3 დღეში გიწევს მოედანზე გასვლა, ამის საშუალებას არ იძლევა, მიუხედავად ამისა, დანებებას არ ვგეგმავთ და ყველაფრისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, შედეგზე კი სეზონის ბოლოს ვისაუბროთ."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები", 20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, თბილისის დროით 23:45 წუთზე, "შალკეს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით