მასიმილიანო ალეგრი: "რონალდუ მსოფლიოში საუკუთესო ფეხბურთელია, თუმცა ფეხბურთი გუნდური თამაშია !"

20-02-2019, 01:47

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მასიმილიანო ალეგრი, გუნდის პორტუგალიელ თავდამსხმელზე, კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"ყველამ კარგად ვიცით, რომ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ ამით ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ მოვახერხებთ, ფეხბურთი გუნდური თამაშია, რის გამოც წარმატებისთვის, აუცილებელია მთელი კლუბი იყოს მოწოდების სიმაღლეზე."

"ატლეტიკო" კარგად ორგანიზირებული გუნდია, რომელმაც ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ევროპულ ტურნირზე დიდი გამოცდილება მიიღო, მარტივი ორთაბრძოლა ნამდვილად არ გველის, ვნახოთ ოთხშაბათს რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ იტალიური და მადრიდული გრანდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, 20 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით