კოვაჩი: "ახლა შანსები თანაბარია"

20-02-2019, 03:37

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპსი მატჩი გაიმართა, რომელშიც "ლივერპული" მიუნხენის "ბაიერნს" დაუზავდა - 0:0.

შეხვედრის შემდგომ "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა პრესასთან ისაუბრა.

"ბევრი გუნდის გახსენება არ შემიძლია, რომელმაც "ენფილდზე" გოლი არ გაუშვა, ან სულაც არ დამარცხდა."

"მეტოქემ ძალიან ცოტა შანსი შექმნა, რაც ჩვენს კარგ თამაშზე მეტყველებს. ვფიქრობ, დღეს დაცვაში იდეალურად გავისარჯეთ."

"არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც უგოლო ფრე უხარია. ახლა შანსები თანაბარია. ვეცდებით, რომ საკუთარ მინდორზე გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ." - აცხადებს კოვაჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით